გოგიტა თოდრაძე – დაახლოებით, 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და 52%-ითაა შემცირებული მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი

დაახლოებით, 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და დაახლოებით, 52%-ით შემცირდა, ასევე მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასმელების წარმოების მოცულობა ნოემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით შემცირებულია.
„რაც შეეხება კლების ტენდენციებს, უპირველეს ყოვლისა ეს გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. აქ კლება ძირითადად, დაკავშირებულ იყო ქიმიურ მრეწველობასთან, ძირითადად, მინერალური სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 22%-ით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.
შემცირებულია ასევე სასმელების წარმოების მოცულობა ნოემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით. ეს აისახა ექსპორტის მაჩვენებელზეც, დაახლოებით 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და დაახლოებით 52%-ით შემცირდა, ასევე მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი“, – აღნიშნა თოდრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება