ირანმა ისრაელში ბენ-გურიონის აეროპორტს და ბიოლოგიური კვლევის ცენტრს დაარტყა, ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა

ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ ირანში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები, რომლებიც ირანმა ისრაელზე დღეს დილით თავდასხმის დროს გამოიყენა.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის რამდენიმე გამშვები მოწყობილობა დაბომბეს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიისკენ რაკეტების გასაშვებად მზადყოფნაში იყვნენ და ირანელი ჯარისკაცები გაანადგურეს.
ირანმა ისრაელში რამდენიმე ობიექტი დაბომბა, მათ შორის ბენ-გურიონის აეროპორტი, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, სხვა სამიზნეებს შორისაა დამხმარე ბაზები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები და ბიოლოგიური კვლევის ცენტრი.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ თავდასხმა შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.
დღეს -მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
უფრო კონკრეტულად, შეერთებიულმა შტატებმა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვამდე სამივე ლოკაციიდან ევაკუაცია იყო განხორციელებული.
ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.
აშშ-ის პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ.
ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.
თეირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს.
ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
საუდის არაბეთშიც განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.