მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშამდე ირანის სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა

ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშამდე ირანის სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნულის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, ჰასან აბდეინიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მედიის ცნობით, მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს სერიოზული ზარალი არ განუცდია, რადგან მასალები უკვე გატანილი იყო.
ცნობისთვის, აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.