უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაცია, წინა წელთან შედარებით, 40%-ით შემცირდა

საწარმოთა შემცირება მოდის უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო დარეგისტრირდა და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს.
„ასევე მოგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს. საწარმოთა შემცირება მოაქვს უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, – აღნიშნა თოდრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება