კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შექმნილი კომისიები ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
პირველადი ინფორმაციით, სულ მცირე 150-მდე შენობა დარჩა სახურავის გარეშე. მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინფორმაციით, თელავში, ყვარელსა და გურჯაანში საავტომობილო გზები თითქმის სრულადაა გაწმენდილი მოგლეჯილი ხეებისგან.
„ახლა მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის აღწერა, რათა დროულად მოხდეს დახმარება. ლაპარაკია იმ ოჯახებზე, ვის სახლსაც ქარმა სახურავი სრულად გადახადა. ახალ წლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ეს ოჯახები ღია ცის ქვეშ არ უნდა დარჩნენ“, – უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში.
28 დეკემბერს ძლიერმა ქარმა თელავში, ყვარელსა და გურჯაანში ათეულობით საცხოვრებელ სახლს, მათ შორის მრავალბინიან კორპუსებს სახურავები სრულად ან ნაწილობრივ გადახადა. სახურავი აქვს გადახდილი საბავშვო ბაღების შენობებს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს.
მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენი ბოძები. ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ახმეტის მუნიციპალიტეტში. სოფელ ქისტაურში 80 წლამდე ასაკის კაცს ავტობუსის გაჩერების რკინის კონსტრუქცია დაეცა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის