MSN-ის ცნობით, ზურიკო დავითაშვილმა ხუთშაბათს „სენტ-ეტიენის“ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს და მსურველი კლუბებისგან შეთავაზებები არ აკლია.
რამდენიმე დღის წინ „სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის სანაცვლოდ „ბეშიქთაშს“ 20 მილიონი ევრო მოსთხოვა და სტამბოლურმა კლუბმა მისი შეძენა გადაიფიქრა. გამოცემა იტყობინება, რომ „სენტ-ეტიენმა“ ფასი 15 მილიონამდე დასწია და ზურიკოთი საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონი „ნანტი“ დაინტერესდა, რომელიც „პარიზში“ გადასული ნიგერიელი მოიზეს სიმონის შემცვლელს ეძებს და ამ თანხის გადახდას შეძლებს.
FCNhisto წერს, რომ სწორედ ასეთი შემტევი სჭირდებათ, რომელსაც შეუძლია მოედანზე ცეცხლი დაანთოს და გუნდს დაეხმაროს. „ნანტმა“ გასული სეზონი ჩემპიონატზე 36 ქულით მე-13 ადგილზე დაასრულა.
ქართველის დამატების სურვილი აგრეთვე „სტრასბურგს“ და „რენს“ აქვთ და ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს.
გოჩოლეიშვილი “შახტარში” ბრუნდება – ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
“გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა” – გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
