Foot365-ის ცნობით, საუდის არაბეთის კლუბ “ალ-აჰლის” ფორვარდ რობერტო ფირმინოს გუნდის შეცვლა ამ იანვარსვე სურს.
ბრაზილიელი თავისი ამჟამინდელი კლუბის სისტემით იმედგაცრუებულია და ის ინგლისში დაბრუნების ან თურქეთში გადასვლის ვარიანტს განიხილავს. ამას ემატება ისიც, რომ 32 წლის ფეხბურთელმა ბოლო 14 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ გაიტანა, რითიც “ალ-აჰლის” გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილოები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბს ბრაზილიელის იჯარით გაშვება სურს, ოღონდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში. ფირმინოს განათხოვრებით აყვანის სურვილს გამოთქვამს პრემიერლიგის ბინადარი “შეფილდიც”.