„ამერიკის ხმის“ ასობით რეპორტიორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

„ამერიკის ხმის“ (VOA) ასობით ჟურნალისტი, ამ დრომდე იქ მომუშავე თანამშრომლების უმეტესობა, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ისინი წერენ, ადმინისტრაციის თქმით, აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ სააგენტო „დისფუნქციური, მიკერძოებული და მფლანგველი იყო“.
„ამერიკის ხმის“ მთავარმა კორესპონდენტმა, სტივ ჰერმანმა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი გამოცემის დაშლას „თვით-საბოტაჟის ისტორიული აქტი“ უწოდა.
გათავისუფლებულებს შორის იყვნენ სპარსულენოვანი რეპორტიორები, რომლებიც ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებოდნენ, მაგრამ გასულ კვირას ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ სამსახურში დაბრუნდნენ.
Associated Press-ის ცნობით, ირანელმა რეპორტიორებს პარასკევს ოფისი სიგარეტის მოსაწევად დატოვეს და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებების გამოქვეყნების შემდეგ შენობაში დაბრუნების უფლება არ მიეცათ.
საერთო ჯამში, სააგენტოს თანამშრომლების 85%-ზე მეტმა, დაახლოებით 1400 თანამშრომელმა, მარტიდან სამსახური დაკარგა.
ამ ეტაპზე “ამერიკის ხმაში” 50 თანამშრომელია დასაქმებული, კუბის მაუწყებლობის ოფისსა და „ამერიკის ხმის“ მშობელ კომპანიაში, -ის გლობალური მედიის სააგენტოში (USAGM).
„ამერიკის ხმის“ სამი ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამერიკის ხმის” თანამშრომლების გათავისუფლება ნიშნავს 83 წლიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასასრულს.
“ამერიკის ხმა” მთელ მსოფლიოში -ის დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს იცავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ამერიკის ხმის” თანამშრომლების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მარტში გაათავისუფლეს, როდესაც ტრამპმა ბრძანა, რომ VOA-ს, ასევე USAGM-ს, რომელიც აფინანსებს ისეთ მედიასაშუალებებს, როგორიცაა Radio Free Europe და Radio Free Asia, „შეზღუდულიყო მაქსიმალურად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
VOA-ს ყოფილმა საინფორმაციო კორესპონდენტმა, დენ რობინსონმა, გასულ წელს ერთ-ერთ სტატიაში დაწერა, რომ მედიასაშუალება „ამპარტავნებით სავსე არაკეთილსინდისიერ ოპერაციად“ იქცა, რომელიც ხშირად მემარცხენე იდეოლოგიების მიმართ მიკერძოებულია“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს