“დიოს” დამფუძნებლის თამაზ დაუშვილის შეფასებით, ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარების მიუხედავად, ეს წინსვლა საქართველოს რეგიონებზე არ აისახება. კერძოდ, როგორც “ანალიტიკას” ეთერში დაუშვილმა აღნიშნა, ეს დარგი მხოლოდ ქვეყნის ორ დიდ ქალაქში ვითარდება, რაც რეგიონებში ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობას არ იძლევა. მისივე თქმით, სწორედ ამ მოცემულობის შესაცვლელად სჭირდება საქართველოს ევროინტეგრაცია.
ცნობისთვის, BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, მშენებლობის სექტორში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 6.8 ქულით გაუარესდა, მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი კი 3.0 ქულით გაუმჯობესდა. თუმცა, სექტორებს შორის, ყველაზე ნაკლებად პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი მშენებლობის სექტორშია.
