ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს მტკიცებულება, რომ ბირთვული იარაღის შექმნის ირანული პროგრამა აქტიურია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს მტკიცებულება, რომ ბირთვული იარაღის შექმნის ირანული პროგრამა აქტიურია, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.
ამასთან ერთად, გროსი აღნიშნავს რომ ირანს ქობინების შესაქმნელად ბირთვული მასალის საკმარისი რაოდენობა აქვს, მაგრამ მათი ბირთვულ იარაღთან გატოლება არ ღირს.
„ჩვენ დადასტურებით ვიცით, რომ ირანს ბირთვული ქობინების შესაქმნელად საწყობებში საკმარისი მასალა აქვს, მაგრამ მათი ბირთვულ იარაღთან გატოლება არ ღირს. ამ ეტაპზე არ გვაქვს მყარი მტკიცებულება, რომ ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა ან გეგმა არსებობს. მე დიპლომატი ვარ და მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის მოხსნის საიმედო საშუალება მოლაპარაკებებია, დიპლომატიაა“, – განაცხადა გროსიმ.
წყარო: imedinews.ge