ლატვია რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს

ლატვიის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სა და ბელარუსის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს. ლატვიამ 19 ივნისის სხდომაზე ახალი კანონპროექტის მიღება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ახსნა.
უძრავი ქონების შესყიდვის აკრძალვის წინადადებას მხარი 69 დეპუტატმა დაუჭირა, 8 წინააღმდეგი იყო.
ს სეიმის წევრისა და ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, აგნესე კრასტას ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში ლატვიისთვის არასასურველი პირებისა და კომპანიების გამოვლენასა და მათი ოპერირების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
კერძო პირების გარდა, აკრძალვა რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. ასევე კომპანიებსა და ფირმებზე, რომელთა, სულ მცირე, 25% ამ ქვეყნების მოქალაქეების მფლობელობაშია. თუმცა კანონპროექტი გამონაკლისებსაც დაუშვებს, მათ შორის იმ პირებზე, რომლებიც ევროკავშირის ან ბელარუსის მუდმივი რეზიდენტები არიან, ასევე ბელარუს ლტოლვილებსა და რეპატრიანტებზე.
ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში ლატვიამ, ლიეტუვასთან, ესტონეთთან და პოლონეთთან ერთობლივი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებიც დააწესა.