დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის დაზვერვის უფროსი ტულსი გაბარდი ცდება, როცა ამბობს, რომ არ აქვთ მტკიცებულებები ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის განახლებაზე

დონალდ ტრამპის თქმით, -ის დაზვერვის უფროსი ტულსი გაბარდი ცდება, როცა ამბობს, რომ არ აქვთ მტკიცებულებები ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის განახლებაზე
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი დაზვერვის უფროსი ტულსი გაბარდი ცდება, როდესაც ამბობს, რომ არ აქვთ მტკიცებულებები, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა განაახლა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჯერსიში ჩასვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპს ჰკითხეს, რა სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობდა, რომ ირანი ქმნის ბირთვულ იარაღს, როდესაც მის დაზვერვაში მანამდე განაცხადეს, რომ მათ ამის მტკიცებულება არ ჰქონდათ.
„მაშინ ჩემი დაზვერვა ცდება. ვინ თქვა ეს დაზვერვაში?“ – იკითხა ტრამპმა, რაზეც უპასუხეს, რომ ეს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა თქვა.
„ის ცდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მარტში კონგრესში გამოსვლისას ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებით, ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს, რომ ამ ქვეყნის უზენაეს ლიდერს არ გაუცია 2003 წელს ბირთვული შეიარაღების შეჩერებული პროგრამის განახლების განკარგულება.
წყარო: 1tv.ge