პუტინი: აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს

აუცილებელია, რომ მ ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

ს განცხადებით, „დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ხალხის უმრავლესობა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით არის დაინტერესებული”.

„აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ ცნობილ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს. აუცილებელია, რომ რუსეთთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიმართ თავისი ინტერესი აღიაროს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა“.

„აუცილებელია უკრაინის ნაცისტური ხასიათისა და უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა. მესამე მხარეები უკრაინის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებით არიან დაინტერესებულები და არა კონფლიქტის დასრულებით. უკრაინა უკეთეს ბედს იმსახურებს და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი მესამე მხარეების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან