საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია, საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა.
როგორც ყანდაშვილი აღნიშნავს, მედიატორობა მნიშვნელოვანი პროფესიაა და მედიაცია მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების ეფექტიანი მექანიზმია.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სახელით, მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავთ. ეს წელი სრულიად საქართველოსთვის ბედნიერების, ჯანმრთელობის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს! 2023 წელს, ბევრი სირთულე თუ გამოწვევა იყო, მათ შორის, მედიატორთა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც. საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე და წარმატებით აგრძელებს ყოველი გამოწვევის თუ სირთულის გადალახვას.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მედიაცია მნიშვნელოვანი პროფესიაა და სოციალური მშვიდობის გზაზე, მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების ეფექტური მექანიზმია.
მადლობას ვუხდით მედიატორებს, დაუღალავი შრომისთვის, მედიაციის ყველა მხარდამჭერს, მათ შორის, საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვინც მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში წვლილი შეიტანა, ვუსურვებთ სრულიად საქართველოს წინსვლის და განვითარების, ბედნიერების და მშვიდობის კიდევ ერთ ახალ წელს“, – ნათქვამია მედიატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება