ყველაზე ძვირადღირებულებში და ჯერჯერობით ტოპ 10 მეკარის მიღმა – მამარდაშვილისთვის 2023 წელი ასე სრულდება

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გასული წლის საუკეთესო მეკარეების ათეული გამოაქვეყნა.
სიაში ვერ მოხვდა “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი. პირველი პოზიცია “სიტის” კარის დარაჯმა ედერსონ მორაეშმა დაიკავა, მეორე ადგილი – ემილიანო მარტინესმა, მესამე კი ტიბო კურტუამ ირგუნა. ათეული ასე გამოიყურება:
1) ედერსონი – სიტი
2) ემილიანო მარტინესი – ატონ ვილა
3) ტიბო კურტუა – რეალი
4) მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – ბარსელონა
5) იან ობლაკი – ატლეტიკო
6) ჯანლუიჯი დონარუმა – პსჟ
7) იასინ ბონო – სევილია/ალ-ჰილალი
8) ალისონი – ლივერპული
9) ანდრე ონანა – ინტერი/მანჩესტერ იუნაიტედი
10) მაიკ მენიო – მილანი
სამაგიეროდ, მამარდაშვილი Transfermarkt-ის მიერ შედგენილ ტოპ 20 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სიაში მოხვდა, სადაც მან 30 მილიონი ევროს ღირებულებით მე-12 პოზიცია ირგუნა.
აქ 1-2 პოზიციებს 45 მილიონი ევროთი დიეგო კოშტა და მაიკ მენიო ინაწილებენ, შემდეგ კი 40 მილიონით ჯანლუიჯი დონარუმა მოდის.
ქართველი წინაა ისეთ მეკარეებზე, როგორებიც აარონ რამსდეილი, ემილიანო მარტინესი, გილერმო ვიკარიო, უნაი სიმონი, ჯორდან პიკფორდი და სხვანი არიან.