– კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს – ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი აქტივისტ ნინო დათაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!
ბრძოლა ბოლომდე, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასამხობად!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, -მ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლის მიმართ 9 ივნისს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში