“…თუმცა გაირკვა, რომ ღონისძიებას მედია უშუალოდ ვერ დაესწრება, გვერდით, ცალკე სივრცეში უნდა დაჯდეს და ლაივს იქიდან უყუროს”

საოცარი ამბავი ხდება და უნდა მოგიყვეთ 🥴
ამ წუთებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი დაჯილდოვება იწყება თავისი ნომინაციებით. ჟურნალისტს აკრედიტაციის გაგზავნა ჩვეულებრივ შეგეძლო, თუმცა გაირკვა, რომ ღონისძიებას მედია უშუალოდ ვერ დაესწრება, გვერდით, ცალკე სივრცეში უნდა დაჯდეს და ლაივს იქიდან უყუროს.
ანუ, ადგილზე მიდიხარ, თუმცა სადაც ღონისძიება მიდის, იმ სივრცეში ვერ შეხვალ, ამ სივრცის გვერდით ოთახში უნდა დაჯდე და მონიტორით უყურო ისე, როგორც ამას სხვა, რიგითი გულშემატკივარი გააკეთებს სახლიდან.
ასევე, ფოტოგრაფებიც მხოლოდ ღონისძიების დასაწყისისა და დასრულების გადაღებას შეძლებენ. ფოტომასალასაც ჩვენ მოგაწვდითო.
თუმცა, ღონისძიების შემდეგ, მედიის მიერ, ფეხბურთელების ჩაწერა შესაძლებელი იქნებაო, გული არ დაგვწყვიტეს… 🙂