“ასე არ შეიძლება” – ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

“ასე არ შეიძლება” – ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისა” და “უნიონ ბერლინის” (1:1) მატჩი შეაფასა.
იტალიელმა კომენტარი ზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ეგოისტურად თამაშობს.
“ნაპოლის” ქომაგებს ჰგონიათ, რომ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა, რა თქმა უნდა, “პარტენოპეის” წარმატება მხოლოდ ლუჩანო სპალეტის დამსახურება იყო.
რა შეიცვალა კვარაცხელიასა და დი ლორენცოსთვის? ეს უკანასკნელი იმავე სტილით თამაშობს და შეტევაში აქტიურად ერთვება, თუმცა სივრცეებს, რომლებიც უკან რჩება, არავინ აკონტროლებს. კვარაცხელია ამ მომენტისთვის ძალიან
ეგოისტურად თამაშობს. ასე არ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელი საკუთარ თავზე წინ დააყენოს, ბურთის მიღებისთანავე დრიბლინგს იწყებს და არაფერი გამოსდის, თუმცა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი რუდი გარსიაა.
ფრანგმა სპეციალისტმა სპალეტის მიერ დანერგილი სისტემა შეცვალა, გარსია ცვლილებებსაც აგვიანებს და გუნდის ორგანიზებასაც ვერ ახერხებს”, – განაცხადა ფედელემ.
Უამრავჯერ სულ მარტო მყოფი ხვიჩა,თავის ფლანგზე ხან ხელებს იქნევს, ხან რივოკებს აკეთებს პასის მოლოდინში, მაგრამ პარტნიორები ან ვერ, ან არ ხედავენ… Უფრო მგონია საფეხბურთო ინტელექტი, მოედნის ხედვა და პასის კულტურა აკლიათ, რაც ხვიჩაში უხვადაა, ამითაა განპირობებული ყოველივე. Ერთი თავით მაღლა დგას ხვიჩა ამ კომპონენტებში… Ერთადერთი ზელენსკის შეუძლია პასების კეთება, თუმცა რასაც თამაშობს ამ ბოლო დროს ყველა ვხედავთ.