მარიამ მაისაია: სამსახურიდან გამაგდეს 1 აგვისტოდან, თუ მაგდებენ.. ნუ როგორც არის

მარიამ მაისაია სოციალურ ქსელში წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს – მისი თქმით, უწყებაში 1997 წლიდან მუშაობდა.
 „აი, ხომ შეიძლება შეურაცხყოფილად ვგრძნობდე თავს, ან დამცირებულად.. არა და არ მოვიდა რომელიმე ეს გრძნობა.. ანარადა ორ კვირაზე მეტი კი გავიდა ამასობაში.. პირიქით, თავი ძალიან მაგარი და ღირსეული მგონია. უბრალოდ, “ხვალ” არ ვიცი რას ვაკეთებ და რა მელის და ეს ცოტათი მიფუჭებს ამ განწყობას.
ჰო, ვინც არ იცით, სამსახურიდან გამაგდეს 1 აგვისტოდან, თუ მაგდებენ.. ნუ როგორც არის.
1997 წლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ჩემი სამსახური სხვადასხვა მისიებით, მაგრამ ერთი მიზნისკენ, რისი ხმამაღლა გაჟღერებისთვის და კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის დამსაჯეს დიდებულად.
ჰოდა სანამ არკვევენ, მე დიფსთეითის მორჩილი ვარ, გლობალური ომის პარტიის წევრი, თუ სხვა რომელიმე მსგავსი გარე ძალის მიერ მართული, ჩემი, ერთწევრიანი, პოლიტიკური პარტიის ხედვას გაგიზიარებთ:
რაც აქ ვარ, ქართველთან – ჩამოსულთან თუ აქ მყოფთან – როცა ვსაუბრობ, ყველა ერთად ვთანხმდებით თუ როგორი მაგარი ქვეყანაა შვეიცარია, როგორ ჰგავს ამ ორი ქვეყნის ულამაზესი ბუნება ერთმანეთს და როგორ თავისუფლად შეიძლება ჩვენც გვქონდეს ასეთი ქვეყანა.. კი, ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ამას ვერც დასჯილი, ვერც მორჩილი, ვერც დაბოღმილი, ვერც მოძალადე, ვერც შეშინებული, ვერც დათრგუნული და ვერც გულგრილი ხალხი ვერ გააკეთებს. ასეთ საზოგადოებად და სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას სხვა ენერგია სჭირდება – პოზიტიური, ლაღი, გაბედული და თავისუფალი.. ჰოდა დაველოდოთ უკეთეს დროს, ღმერთის იმედად”, – წერს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?