ისრაელ კაცი – „ჰეზბოლას“ ლიდერს ვთავაზობ, ფრთხილად იყოს და გაიგოს, რომ ისრაელმა მოთმინება დაკარგა ტერორისტების მიმართ – თუ ტერორი იქნება, „ჰეზბოლა“ აღარ იარსებებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი „ჰეზბოლას“ ლიდერს, ნაიმ ქასემს აფრთხილებს, ისრაელის წინააღმდეგ არ იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შედეგებით ემუქრება.
„ჰეზბოლას“ ლიდერმა ვერაფერი ისწავლა თავისი წინამორბედებისგან და ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებით იმუქრება. ვთავაზობ, ფრთხილად იყოს და გაიგოს, რომ ისრაელმა მოთმინება დაკარგა ტერორისტების მიმართ, რომლებიც მას ემუქრებიან. თუ ტერორი იქნება, „ჰეზბოლა“ აღარ იარსებებს“, – აცხადებს ისრაელ კაცი.
ცნობისთვის, ნაიმ ქასემმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომის საპასუხოდ „ჰეზბოლა“ ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს