რუსეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანა ეკონომიკური რეცესიის ზღვარზეა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, გასულ წლებში ეკონომიკური აქტივობის გადახურების შემდეგ, ამჯერად რუსეთის ეკონომიკაა რეცესიის ზღვარზეა და “შესაძლოა იმაზე მეტად გაცივდეს, ვიდრე საჭიროა.”
ამის შესახებ მაქსიმ რეშეტნიკოვმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა – დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი.

· “ციფრების მიხედვით, ჩვენ უკვე ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ კლებას, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ციფრები სინამდვილეში უკანა ხედვის სარკეა. ბიზნესის ამჟამინდელი შეფასებით და სტატისტიკური ინდიკატორებით ჩვენ უკვე რეცესიის ზღვარზე ვართ”- განაცხადა რეშეტნიკოვმა.
· დამაზუსტებელ კითხვაზე – “გარდაუვალია თუ არა განგრძობადი რეცესია?” – რეშეტნიკოვი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებებზე.
ვრცლად: რეალპოლიტიკა