წუხელ, 29 დეკემბრის ღამით, უკრაინის ქალაქ ხარკოვზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ორი ტიპის С-300 და Х-22 რაკეტებით მოხდა.
С-300 საზენიტო კომპლექსია მიწისზედა სამიზნეებზე მიმართული. Х-22 ფრთოსანი რაკეტებია.
ტერეხოვის თქმით, მისთვის ცნობილია სულ ცოტა 8-ჯერ დაბომბვის შესახებ. ტერეხოვის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე საოლქო ადმნისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქში 10 რაკეტა ჩავარდა.
„არის გარკვეული პრობლემები ტრანსპორტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი სპეციალისტები უკვე მუშაობენ ელექტრომომარაგების მიწოდესბი აღდგენაზე., – წერს ხარკოვის მერი Telegram-ზე.