ვოლოდიმირ ზელენსკი – კიევზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიოსთვის იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს

კიევზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ს სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე 17 ივნისს რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ამ საზარელმა თავდასხმამ, რომელიც შუაღამისას განხორციელდა, 23 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
მისი თქმით, „ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს“.
„ეს დარტყმა მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს და მკვლელობას ირჩევს. მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომლებიც ხვდებიან, რომ უკრაინა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მზადაა მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა მათ ამ ომის ნამდვილი ფასი იგრძნონ“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.