პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და “კვარას” ფორმაში ყოფნა გრძელდება

პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ისევ პასადენას “როუზ ბოულზე” ჩაატარებს და ევროპის საუკეთესო გუნდი ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულს, ბრაზილიურ “ბოტაფოგოს” შეხვდება – დღეს, თბილისის დროით უკვე ხვალ დილით, 05:00 საათზე.
მა და მისმა თანაგუნდელებმა შესანიშნავ ფორმაში ყოფნა განაგრძეს და პირველ ტურში მადრიდის “ატლეტიკო” არ დაინდეს(4:0). “კვარამ” ბოლო სამ მატჩში ხუთ გოლში მიიღო მონაწილეობა, ჟინი და მონდომება უძლიერდება და მისი შეჩერება კიდევ უფრო რთულია.
პარიზელთა ბრაზილიელი კაპიტანი მარკინიოსი თანამემამულეებს დაუპირისპირდება და ეს პირველად მოხდება მას შემდეგ, რაც მან 2012 წელს “ინტერნასიონალი” დატოვა.
“სიეტლთან” (2:1) მოგებული შეხვედრისგან განსხვავებით, “ბოტაფოგოსთან” ახლა უფრო დაცვით შემადგენლობას ელიან. მცირე ცვლილებები პარიზელთა რიგებშიც უნდა იყოს, სათადარიგოთა სკამიდან კი შანსი ისეთებს უნდა მიეცეთ, ნაკლებად რომ თამაშობენ.
ლუის ენრიკეს გუნდს აშკარად ემჩნევა, რომ კიდევ ერთი ტიტული სწყურიათ. თუკი მეორე მატჩიც გაიმარჯვებენ, მერვედფინალს გაინაღდებენ და ლიონელ მესისა და “ინტერ მაიამის” ჯგუფიდან გასვლას დაელოდებიან, იქნებ მათ დაუპირიაპირდნენ.
უკანასკნელ სამ შეხვედრაში 12:0 პსჟს შედეგია და ვნახოთ, ამ გუნდს კიდევ რამდენი შეუძლია. ჩემპიონთა ლიგის მოგებამ მათ როგორც საკუთარი, ასევე საფრანგეთის ისტორია სულ სხვა მასშტაბზე აიყვანეს!..
ორი ცვლილებით “ბოტაფოგოსთან” – როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?
“ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ…” – რა თქვა ლუის ენრიკემ
“იამალის მსგავსი ტალანტია” – დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? – პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
“კვარასნაირი” ფეხბურთელები არ გვყავს” – დეშამმა თავი იმართლა
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
“როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა…” – რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
“გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ “ინტერს” დიდი ანგარიშით” – რობერტო დე ძერბი
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება – რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი