II კვარტალში პირველთან შედარებით ბიზნეს კლიმატი მცირედით გაუარესდა – BAG

2025 წლის II კვარტალში BAG ბიზნეს კლიმატი მცირედით – 0.2 ქულით გაუარესდა, გასული წლის II კვარტალთან შედარებით კი – 6.2 ქულით გაუმჯობესდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ მეორე კვარტალის BAG ინდექსის შედეგების კვლევაში.