ფეისბუკპოსტის გამო ელენე ხოშტარიაც დააჯარიმეს 4000 ლარით

პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკ-პოსტის გამო. პოსტი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ს ეხებოდა.
ხოშტარიას ედავებოდნენ „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას“.
პოლიტიკოსს, დაჯარიმებასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება სამი წლით ჩამოართვეს.
გადაწყვეტილება დღეს დილას გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა. ხოშტარია არცერთ სხდომას არ დასწრებია.
„ელენე ხოშტარია ცნობილ იქნეს სამართალმრღვევად… ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით… ელენე ხოშტარიას ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება სამი წლით“, – განაცხადა მოსამართლე თეთრაულმა.
მოსამართლის განმარტებითვე, ხოშტარიამ ჯარიმა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან შვიდ დღეში.
დღეს მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადდა – პროცესი 16 ივნისს გაიმართა. წინა სხდომაზე -ის წარმომადგენელმა ანდრო გურულმა დაადასტურა, რომ ხოშტარიას ფეისბუკი პოლიციელებმა „კონკრეტული საჩივრის ფარგლებში“ დაათვალიერეს. ხოშტარიას მამუკა მდინარაძემ უჩივლა.
„დადგინდა, რომ ელენე ხოშტარიამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მამუკა მდინარაძეს”, – უთხრა სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში.
ამავე სამართალდარღვევისთვის წინა კვირას სასამართლოში 20-ზე მეტი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და აქტივისტი დაიბარეს საქმის განხილვაზე.
ყველა მათგანი დააჯარიმეს სხვადასხვა ოდენობის თანხით.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ფორუმი