დღეს, საგამოფენო სივრცე “ექსპო ჯორჯიაში” ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. ღონისძიება “ექსპო ჯორჯიასა” და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.
“საქმიანი დილას” ეთერში “ექსპო ჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ გამოფენაზე 50-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია იქნება წარმოდგენილი. საგამოფენო სივრცისთვის კი ეს ამ ტიპის პირველი ღონისძიებაა, რომელიც რამდენიმე მიზანს ემსახურება.
