14 ივნისი, სიმბოლური დღეა ქართული კინემატოგრაფისთვის, ნატო ვაჩნაძის დაბადების და ამავდროულად,
გარდაცვალების დღე, რომელსაც ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტი, პრემია „ელისო“ მიეძღვნა. კინოდაჯილდოვება
მსახიობის მშობლიურ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლს-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართული კინოს
წარმომადგენლებმა მიიღეს. პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა. წელს, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ფრანგული საავტომობილო ბრენდი სიტროენიც გახდა.
ფოტო: ლაშა გიგაური
„ ჩვენთვის, ერთმნიშვნელოვნად სასიხარულოა მსგავსი კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის, მათ შორის ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მოხარული ვართ, რომ წელს სიტროენი გახდა პრემია „ელისოს“ ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მომდევნო წელი კინოპრემიისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი იქნება“- თამარ კიკნაძე, სიტროენის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
პრემია „ელისო“ 2024 წელს შეიქმნა. კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და სიტროენი. მხარდამჭერები – სარაჯიშვილი, ბლუტაბლა, ენკენი ფილმს და ვაზისუბნის მამული.
წელს „ელისო“-ს ჟიური საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ქართული კინოს როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით. პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი, გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოავლინა.
პრემია „ელისო“ 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:
საუკეთესო ფილმი: წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)
ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა – წლის საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე) საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)
საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი), მზია არაბული (გზაჯვარედინზე)
საუკეთესო ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია) საუკეთესო მონტაჟი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)
საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი) ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა მწერალი – ნინო ხარატიშვილი.
