ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარება სერიოზული საფრთხეა — ექსპერტის გაფრთხილება

ხელოვნური ინტელექტი () მსოფლიოს სწრაფად ცვლის. ამ ყველაფრის ფონზე ტექნოლოგიური გიგანტების რეგულირება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა თუ სამუშაო ბაზრის დაგეგმვა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. AI-ის ექსპერტი პროფესორი შალომ ლაპინი სწორედ ამას ამტკიცებს თავის ახალ წიგნში “ს რევოლუციის გაგება”. ის ამ თემებთან დაკავშირებით საკუთარ კვლევებზე დაფუძნებულ არგუმენტებს წარმოგვიდგენს.
“საზოგადოებრივ სივრცესა და მის მოქალაქეებს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეთ იმ ჩარჩოს ფორმირებაში, რომლის ფარგლებშიც AI ტექნოლოგია ვითარდება”, — ამტკიცებს ლაპინი, რომელიც პარალელურად ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტში, კინგს კოლეჯ ლონდონში და გოტენბურგის უნივერსიტეტში მუშაობს.
მისი ყურადღება არ არის მიმართული ზეინტელექტუალური მანქანების შესახებ დაფუძნებულ შიშებზე. ლაპინი იმ რეალურ გამოწვევებზე ფოკუსირდება, რომლებიც დღეს საფრთხეა. მაგალითად, საერთო ძალაუფლება AI-ის განვითარებაზე, ონლაინ დეზინფორმაციის გავრცელება და გონივრული პოლიტიკის აუცილებლობა.
ლაპინი ტექნოლოგიური მონოპოლიების გაძლიერებას ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევს. მისი თქმით, 2022 წელს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 32 ძირითადი მანქანური სწავლების მოდელი შექმნა, მაშინ როცა უნივერსიტეტებმა მხოლოდ სამი. ძალაუფლების გაერთიანება კომპანიებს საშუალებას აძლევს, კვლევითი პრიორიტეტები საკუთარი კომერციული ინტერესების შესაბამისად ჩამოაყალიბოს და არა საჯარო სარგებლის გათვალისწინებით.
სერიოზულ პრობლემად სახელდება გარემოს დაზიანებაც. არსებული ცნობით, ChatGPT-4-ის განვითარებამ დაახლოებით 50 გიგავატი საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც ათასობით ამერიკული ოჯახისთვის წლიურ მოხმარებას უტოლდება. AI სისტემებისთვის საჭირო მიკროჩიპების წარმოება ტოქსიკურ ქიმიკატებს, დიდი რაოდენობით წყალსა და ელექტროენერგიას გულისხმობს. მათ საწარმოებლად ქარხნები საათში 100 მეგავატ ენერგიას მოიხმარენ.
ამ გამოწვევების საპასუხოდ, პროფესორი ლაპინი რამდენიმე გამოსავალს გვთავაზობს. პირველ რიგში, აუცილებელია ტექნოლოგიური კომპანიების საერთაშორისო რეგულირება, რადგან ცალკეული ქვეყნები არ ფლობენ საკმარის რესურსსა და ძალაუფლებას გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად. ამის მისაღწევად, საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებები შეიძლება, რეგულაციების დაწესების ეფექტური მექანიზმი გახდეს.
ასევე აუცილებელია ინტელექტუალური საკუთრების კანონების რეფორმირება, რათა ავტორებმა ან უფლებების მფლობელებმა კომპენსაცია მიიღონ, როდესაც მათი ნამუშევრები გამოიყენება AI სისტემების განვითარებისთვის.
“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კომპანიებმა უნდა მოიპოვონ ავტორთა თანხმობა იმ დაცულ მასალაზე, რომელსაც იყენებენ. გამჭვირვალობისთვის, მათ ასევე უნდა ევალებოდეთ იმ მონაცემების სიის გამოქვეყნება, რაზეც მათი სისტემებია დაფუძნებული”, — აღნიშნავს ლაპინი.
ლაპინი ყურადღებას ამახვილებს AI სისტემებში ფართოდ გავრცელებულ მიკერძოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. განსაკუთრებით ში, დასაქმებასა და ფინანსურ სერვისებში. ის თვლის, რომ დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკით უნდა განხორციელდეს, რადგან ტექნოლოგიური კომპანიების თვითრეგულაცია ამ მხრივ საკმარისი არ არის.
ლაპინის თქმით, დეზინფორმაცია სერიოზულ საფრთხეს ქმნის. როცა გენერაციული AI სულ უფრო რთული და დახვეწილი ხდება, ფაქტისა და გამოგონების გარჩევა მეტად ჭირს.
“შეიძლება მალე ისეთ გარემოში აღმოვჩნდეთ, რომელშიც რეალობის სიცრუისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდება. ასეთ ვითარებაში, საზოგადოებრივ სივრცეში შიში, დაპირისპირება და ქაოსი გაჩნდება”, — გვაფრთხილებს მკვლევარი.
დაბოლოს, ლაპინი მთავრობებს მოუწოდებს, დასაქმებულების მასშტაბური ჩანაცვლებისთვის მოემზადონ, რომელიც შეიძლება, AI-ს განვითარებით იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, საზოგადოების ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად დასაქმების ალტერნატიული ფორმები უნდა შეიქმნას.
“ეს საკითხები არ შეგვიძლია, ტექნოლოგიური კომპანიების ნებაზე დავტოვოთ, რომლებსაც ბაზრის ფორმირებაში დომინანტური როლი აქვს”, — ასკვნის ლაპინი.
· გადახედვა მეცნიერება სად და როდის გამოიგონეს ბორბალი? სად და როდის გამოიგონეს ბორბალი?
· გადახედვა ტექნოლოგიები კვანტური გადახლართულობითა და ბლოკჩეინით უკვე ჭეშმარიტად შემთხვევით რიცხვებს ვაგენერირებთ — როგორ კვანტური გადახლართულობითა და ბლოკჩეინით უკვე ჭეშმარიტად შემთხვევით რიცხვებს ვაგენერირებთ — როგორ