ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით –

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, აცხადებს:
“რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები გვხვდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან”. – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე – “ანუ, არ აპირებთ მოწვევას?”, კობახიძემ უპასუხა “ნუ ნერვიულობთ”.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით”. – თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო