,, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„ყველამ იცის რეიტინგები – ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. მაშინ თუ ავიღეთ 54%, დღეს შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.
ასეთ ვითარებაში აღარ იციან [ოპოზიციურმა პარტიებმა], რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ მიიღონ საკრებულოებში, თან მეორე მხრივ ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა ბრძოლები, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციაში, რაც კარგია და მთავარია – ოპოზიცია აბსოლუტურად არის დაშლილი და მოშლილი“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში