კობახიძე ადასტურებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებენ

ირაკლი ადასტურებს, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებენ. ამის შესახებ მან დღეს, 18 ივნისს განაცხადა.
„ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას,“ – განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ალავერდაშვილი: დღეს ვიყავი გამოკითხვაზე. მე არ ვარ ირაკლი დგებუაძე. მისნაირი ჯაბანების მსგავსად, არ ვიტყუები და სიტუაციას ხელოვნურად არ ვამძიმებ. არ ვიგონებ, რომ რამე მეტკინა და ვინმეს სისხლით დაჭერა მინდა

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?