კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

კიევში, ს მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ რვა დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, რითაც თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერის, სვეტლანა ვოდოლაგას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანთან კონტაქტზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კითხვაზე, კიდევ რამდენ ადამიანს ეძებენ ნანგრევების ქვეშ, მან უპასუხა: „ეს მონაცემები არ გვაქვს. ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანებთან კონტაქტზე გასვლა ვერ ხერხდება. ვიცით, რომ 35 ბინა დანგრეულია. სამუშაოები გრძელდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ, რომ საგუშაგოებს აწყობდნენ? – გახარია ადგა, ტრაქტორზე დაჯდა, გზა გაიყვანა და ააგო საგუშაგო, სუს-ს და ბახტაძეს კი ეძინათ? – ქვეყნის პრემიერი იყო, გამოვიდეს და ილაპარაკოს