იერუსალიმში -ის საელჩო სამი დღით იხურება

ისრაელში -ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების გამო, ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დაიხურება, – CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
„არსებული უსაფრთხოების ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს მითითება მისცა, რომ შემდგომ შეტყობინებამდე საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და მათ მახლობლად მდებარე თავშესაფრის ადგილებში დარჩნენ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს განმარტებით, იერუსალიმში მდებარე საელჩოსთან ერთად, პარასკევამდე დაიხურება თელ-ავივის საკონსულო სამსახურებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…