მედია – ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ განუცხადა CNN-ს სამხედრო ჩინოვნიკმა და დასძინა, რომ მათი უმეტესობა ჩამოაგდეს.
ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით დარტყმების შესახებ.
ამავე ცნობებით, მეხანძრეები რეაგირებენ საცხოვრებელ შენობაზე პირდაპირი დარტყმის, ასევე ჩრდილოეთით მდებარე სხვა საცხოვრებელ შენობაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინებებზე.
ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ხანძარი ღია ადგილებში.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაგენ დევიდ ადომის თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ რამდენიმე ადგილზე ჩატარებული დათვალიერების შემდეგ მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ ირანიდან განხორციელებული ბოლო სარაკეტო თავდასხმის ფონზე, ცენტრალურ ისრაელში სირენების ხმა გაისმა.
ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნული რაიონების მცხოვრებლებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებს.
ასევე თელ-ავივის მცხოვრებლები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმა ესმით.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
აღინიშნება, რომ ეს ირანიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში განხორციელებული მეორე თავდასხმაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს