ევროპარლამენტში დებატები გაიმართება მზია ამაღლობელის საქმეზე – წარდგენილია რეზოლუციის პროექტები

18 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ. რეზოლუციას 19 ივნისს უყრიან კენჭს.
17 ივნისის დღის ბოლოსთვის ევროპარლამენტში რეგისტრირებულია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ინიციირებული ოთხი პროექტი, – რეზოლუციის პროექტი:
· „მემარცხენე ჯგუფის“
· „მწვანეებისა და ევროპის თავისუფალი ალიანსი“ (Verts/Ale)
· „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტები“ (ECR Group)
· ევროპის სახალხო პარტია (PPE).
ოთხივე მათგანში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი და ოთხივე მათგანი ითხოვს მის დაუყოვნებლივ უპირობოდ გათავისუფლებას.
პროექტები, სავარაუდოდ, კენჭისყირს დღისთის შეჯერდება და ერთიანი ფორმით/შესწორებებით უყრიან კენჭს.
მზია ამაღლობელი უკვე 148 დღეა, პატიმრობაშია. მის გათავისუფლებას ითხოვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ასევე, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნების არაერთი მთავრობა.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, – „კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“, – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის მონიტორინგს აგრძელებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის