ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა ირანთან დაკავშირებით. თავდაპირველად მან დაწერა: „ახლა ჩვენ სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე“ და დასძინა, რომ ირანს კარგი აღჭურვილობა ჰქონდა, თუმცა ის ვერ შეედრებოდა ამერიკაში წარმოებულ ტექნიკას.
ცოტა ხანში მან შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი. ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ მას საფრთხე არ ემუქრება – ჩვენ არ ვაპირებთ მის მოშორებას (მოკვლას!), ყოველ შემთხვევაში ჯერ არა”.
-ის პრეზიდენტმა მალევე მოაყოლა შემდეგი პოსტი ორი სიტყვით: „უპირობო დანებება“.
აშშ დიდი ხანია ისრაელს სამხედრო დახმარებას და აღჭურვილობას აწვდის, თუმცა პარასკევს დარტყმების დაწყების შემდეგ თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ აშშ არ მონაწილეობდა ირანზე დარტყმებში. ტრამპის ადმინისტრაციამ აქამდე არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ პირდაპირ ჩართული არ ყოფილა თავდასხმებში.
· ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ს განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
· პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
· ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
· მხარეთა ოფიციალური მონაცემებით, 16 ივნისის მდგომარეობით ისრაელში დაღუპული იყო 24 ადამიანი. ირანში – 224, რომელთა უმრავლესობა, თეირანის თანახმად, სამოქალაქო პირი იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას