არჩილ გორდულაძე ოპოზიციას – ქართველი ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ არასოდეს დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და არ გქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების უფლება

თბილისის საკრებულოს წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია, ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას.
როგორც მან საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, ქართველი ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდეს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციონერი კოლეგების დღის წესრიგი შედგენილია ისე, რომ კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე, საათიდან საათამდე ეთერში ისხდნენ და ერთი საკითხის დასრულებისთანავე ახალი გამოიგონონ, რათა საკუთარ თავს ფუნქცია მოუძებნონ. ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანები საკრებულოში არიან და მოქალაქეებისა და ხალხის სახელით საუბრობენ. ეს ხალხისთვის შეურაცხმყოფელია. ყველამ კარგად ვიცით, რა გაუკეთებიათ და ქართველი ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ არასოდეს დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და არ გქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების უფლება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)