– უვიზო რეჟიმის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, ჩვენ სხვის თვითნებობაზე და არაკეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან, რადგან არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.
„თუ შევეცდებით ობიექტურად გავაანალიზოთ, რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, როდესაც ვინმეს საფუძველი კი არა საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს. შეგახსენებთ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებით ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია. დღემდე არ დაუსახელებიათ არც ერთი მუხლი ან საფუძველი, რითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბრიუსელმა ჩვეულებრივად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც არის ორგანიზაციის არასათანადო ქცევა. აქედან გამომიდინარე, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მით უმეტეს, როცა ვხედავთ პარტიულ მიკერძოებებს და მავნე მიზნებს საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთი სუბიექტების მხრიდან.
არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, ჩვენ სხვის თვითნებობაზე და არაკეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე