„ნაპოლი“ „უდინეზესგან“ 24 წლის თავდამსხმელის ლორენცო ლუკას შეძენას გეგმავს, რომლის სიმაღლე 201 სანტიმეტრია, – იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე ლუკას რომელუ ლუკაკუს კონკურენტად მიიჩნევს, რამეთუ მოედნის სიღრმიდან შეტევა, უბურთოდ მუშაობა და იერიშების დაგვირგვინება შეუძლია. უდინური კლუბი ლუკას სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს ითხოვს.
თავად ლორენცო „ნაპოლიში“ გადასვლაზე თანახმაა და კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ლუკამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მონაცემებით კი მისი ფასი 22 მილიონია.
“ნაპოლი” “ახალი კვარას” დაუსრულებელ ძიებაშია – კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
