იმად დარჩი, რაც ხარ – გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია

იტალიის ნაკრების მწვრთნელად 47 წლის ჯენარო გატუზო დანიშნეს, რომელსაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
გატუზოს ოფიციალურად ახალ პოსტზე 19 ივნისს წარადგენენ.
„ლაციოს“ თავკაცმა მაურიციო სარიმ თქვა, რომ ეროვნული გუნდი კრიზისშია, გატუზო ძალიან უყვარს და მხოლოდ ერთ რჩევას მისცემს: ის იმად უნდა დარჩეს, რაც არის, თავის სამუშაო სტილში არაფრის შეცვლა და კომპრომისებზე არავისთან წასვლა არ სჭირდება.
“ნაპოლი” “ახალი კვარას” დაუსრულებელ ძიებაშია – კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება – “ნაპოლიში” ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება