ეთერ ლიპარტელიანის ისტორიული ოქროს მედლის მოგების შემდეგ, მეოთხე საჭიდაო დღეს მორიგი ტრიუმფის მოლოდინში 3 ქართველს ველით.
-81 კილოგრამი ლაშა გუჯეჯიანმა და ხელმძღვანელობამ გააორა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტატო გრიგალაშვილთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას ზაურ დვალაშვილი შეუტევს. -63 კილოგრამ წონაში კი ეთერ ასკილაშვილი იჭიდავებს.
დავიწყოთ ტატოთი, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ურთულესი ბადე აქვს, მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველ წრეში ტატო გამოტოვებს, მეორე წრიდან ვენესუელელ ლუის პარისესა და თურქ ვედათ ალბაირაქს შორის ძლიერს შეხვდება, ამ შეხვედრაში უპირობო ფავორიტი ვედათია, მეტიც, სწორედ ვედათმა დაამარცხა გრიგალაშვილი ევროპირველობაზე 2023 წლის ფინალში, რაც ერთის მხრივ, კარგია, ტატოს რევანში აქვს ასაღები და მსოფლიოს პირველობა დიდებული შანსია.
თურქის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბულგარელ გეორგი გრამატიკოვსა და ჩილელ ჟორჟე პერესს შორის ძლიერს შეხვდება, ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ კი დიდი შანსია გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ ვნახოთ მრისხანე მატიას კასესთან დაპირისპირება, ოღონდ ამჯერად ნახევარფინალში. რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ სავარაუდოდ მეტოქე კორეელ ჯუვან ლისა და აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს შორის გაირკვევა. რაც შეეხება ფინალში პოტენციურ მეტოქეს, აქ სათქმელად რთული იქნება, A დივიზიოში განთესილია ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი, აქვეა მასპინძელი ატილა უნგვარი, ჩვენებური ნუგზარ ტატალაშვილი (საემიროების სახელით გამოდის), მონღოლი შინბაიარ ოიონჩიმეგი და მრისხანე იაპონელი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე. B დივიზიონში გამოვა ჩვენი დებიუტანტი, ზაურ დვალაშვილი, ქართველი შვეიცარიელი აურელიო ბონფერონით იწყებს, თუ გაიმარჯვა კანადელ ფრანსის გატიე დრაპოს შეხვდება, სახელოვანი მეტოქე არც მერვედფინალში უწევს, 2 ეტაპის გავლის შემთხვევაში ზაურს საუკეთესო რვა მონაწილეში მოსახვედრათ ჩეხ იან სვობოდასთან, სლოვენიელ ნას ჰერკოვიჩთან ან დომენიკელ მედიკსონ დელ ორბე კორტორეალთან მოუწევს დაპირისპირება, მაგრამ სამაგიეროდ მეოთხედფინალში წონის ერთ-ერთი გამორჩეული მოჭიდავე რუსი ტიმურ არბუზოვი შეგვხვდება.
რაც შეეხება ეთერ ასკილაშვილს, ქართველი წონის B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩინელი ჯინ ტანგით ვიწყებთ, პოტენციურ მეორე წრეში იაპონელი ჰარუკა კაჯუ გველოდება, აზიური სენსაციების შემდეგ კი პოტენციურ მესამე ჭიდაობაში ხორვატ ივა ობერანსა და სამხრეთ აფრიკელ სკაი კნოსტერს შევხვდებით. აქაც თუ გავიმარჯვეთ უკვე წონის მეხუთე ნომერს, ავსტრიელ ლუბიანა პიოვესავასთან მოგვიწევს დაპირისპირება. წარმატებები ქართველებს და იმედია გუშინდელი ისტორიული დღის სიხარული დღესაც გაგვყვება!
· Dddd სპეციალუეად შემოვედი, ხვდები რას ნიშნავს კარგი ბადე? რა მდგომარეობაში შეხვდა ტატო ფინალს და რა მდგომარეობაჭი გამოვიდა ის არბუზოვი
· irakli Apkhaidze გუჯეჯიანი არის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი და მისი გაშვება არ შეიძლება. გავუშვათ და რომელიმე ძლიერი მეტოქის ნაკრები ჩაიბაროს?… მითუმეტეს ამ თაობასთან, მასავით ვერავინ იმუშავებს. ამ მსოფლიოზე ერთი რაც გულსაწყვეტია, სარდალაშვილის გამოვარდან იყო და თუ როგორ მოხდა ეს, კი ნახავდი. აიღეს და გამოაგდეს ეგრე… ვაჯას და ლაშას ჰქონდატ ტავის პიკი და ახლა უკვე არარ არიან ფავორიტებში. დრეიდან ყველა წონაში მედალი გვექნება, მატ შორის ოქროებიც
· ვახო… უდიდესი წარმატებები…
· rigiti უკვე სეიძლება იმის თქმა რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი კაცებში ძალიან წარუმატებელია და დროა გუჯეჯიანი გავიდეს პენსიაზე. ასეთი მოუმზადებელი ნაკრები არ მახსენდება ბოლო წლებია!!! ნუ ვიქნებით ერთეულ გამონათებების იმედზე. ასე უშანსოდ გამოვარდნილი ფავორიტები პირველ-მეორე წრეშივე თანაც უსახელოებთან…მრავლისმეტველია!!! შავი, მარგველა და კიდევ ვიღაცეებმა მიბაძეთ ცირეკიძეს, ნუ იქნებით “მუხრუჭები”, ყველაფერს თავისი დრო აქვს! ლიპოს და ჩირიკას მაგალითი გაქვთ წინ….
· გუგა რას ნიშნავს და იმას იშნავს, რომ საწყის ეტაპებზე ხვდება ძლიერებს, რომლებიც შესაძლო იყო ტავიდან მაინც აცილებოდა.
· dddd აი რა შუაშია ეგ წინადადება, არსებობს რთული და მარტივი ბადეები, როდესაც ერთ ქვეჯგუფში გყავს ალბაირაქი და მატიას კასე, მერე ან ლის ხვდები და ან ცკაევს მაგას რთული გზა ეწოდება ჩემპიონობამდე, თორემ ტატოს გამარჯვებაში ეჭვი არ შეგვაქვს
