კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ-მ “ატლეტიკო” 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში მ 2 საგოლე პასი მიითვალა.
შეხვედრის შემდეგ “ატლეტიკოს” გამოცდილმა ნახევარმცველმა კოკემ, ჟურნალისტებთან საუბარში მატჩის მსაჯები გააკრიტიკა.
“შედეგი უსამართლოა, პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა, ყველამ დავინახეთ მსაჯები როგორ მოქმედებდნენ, მუდამ მათ მხარეს იყვნენ და ყველა გადაწყვეტილებას პსჟ-ს სასარგებლოდ იღებდნენ”, – განაცხადა კოკემ.
20 ივნისს, მეორე ტურში პსჟ “ბოტაფოგოს”, ხოლო “ატლეტიკო” “სიეტლ საუნდერსს” დაუპირისპირდება.
· ვატო ეს ნახეთ რა ნაგლი თავხედია
· Bacho Ar imsaxurebdao da tipebi 10 wutis mere drois gayvanas cdilobdnen 🤣🤣
· ბესიკი ხუბუა ვაი შენს პატრონს კოკე
· . კოკემ,ერთი ანეგდოტი გამახსენა:მიხო და შაქრო,დასავლეთ საქართველოში დიდ სუფრაზე აღმოჩნდნენ და მასპინძლებმა,კახელები ხართ,კარგი თამადობა გეცოდინებათ და გაუძეხითო სუფრას.მიხო სათამადო ადგილზე დაჯდა,შაქრო კო,სუფრის ბოლოში გაუშვა მოადგილედ და ყურადღების მისაქცევად.წავიდა ქეიფი,მიხო სვამს და ალავერდს შაქროსთან გაგადის.გავიდა ხანი და სუფრის ბოლოს ხმაური ატყდა.ბიჭო შაქრო!რა ხმაურია მანდა,გასძახა მიხომ.რა ვიცი ძმაო,ძაან შარიანი ხალხი ყოფილან აქეთა,მე დედას ვაგინებ,ამათ კიდევა,სწყინთო!გამოსძახა შაქრომ.მიხოც,შაქროც და ის კაი ხალხიც, სუფრის წევრები,ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და ეს კოკეც მეორე ტაიმში გამოვიდა და სამ წუთში გაფრთხილება აიკიდა,მერე სხვებმაც კოჭებში რახა რუხი დაუწყეს პარიზელებს და მსაჯი რატომ გვსჯისო,სწყინდათ.პსჟ 2-0-ზე სანახევროდ გაჩერდა,ტრავმებს ერიდებოდნენ,ამათ კი შევაშინებთო და უფრო მოუმატეს.ენრიკემ გუნდის ლიდერები გაარიდა ესპანელებს და ახალგაზრდები შეიყვანა,რომლებსაც თავის გამოჩენა უნდოდათ,ჰო და კიდე 2 გოლი გაურჭეს,თქვენ ეგრე არ გინდათო.ის მიიღეს,რაც ეკუთვნოდათ.ვარზეც ჩანდა,რომ ყველა შემთხვევაში,მსაჯის გადაწყვეტილება სრულიად სწორი იყო.როცა სათქმელია,დიეგო სიმეონეს ვერავინ დაასწრებს თქმას,ახლა კი, არც მას ამოუღია ხმა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს,ეტყობა ძალიან ცხელოდა,დიდი ხნის უთამაშებლობაც ეტყობოდათ გუნდებს და თავიდან საკმაოდ სუმბურული თამაში წავიდა,თუმცა პსჟ საკმაოდ სწრაფად დალაგდა,ურთიერკავშირები ისევ დაიჭირეს და თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ.ცხადზე ცხადია,რომ მომდევნო თამმაშებში,გუნდები საშეჯიბრო რიტმში ჩადგებიან და უკეთესად ათამაშდებიან,პირველ ტურში კი,შესამჩნევი იყო ერთი გუნდის ფეხბურთელებს შორის ფორმის სხვაობაც კი.ვინც ნაკრებში ითამაშა,უკეთეს ტონუსში იყვნენ,ვინც დაისვენეს,ისინი კი,თანდათან პოულობდნენ თავის თამაშს.ბრაზილიაში ჩემპიონატი მიმდინარეობს და პალმეირასთან პორტუს, ფიზიკურად გაუჭირდა,ბავარიამ კი,ზელანდიის სამოყვარულო გუნდს,რომლის რამდენიმე წევრი,მათმა სამსახურებმა არ გამოუშვეს,10-0 მოუგო და ტურნირის დაკომპლექტების პრინციპებზე დაფიქრების საჭიროებაზე მიგვითითა.
· იკა ოქეი, შემდეგში 15-0 მორჩება.
· 123 პსჟ მაგრა აშინებს როგორც ჩანს ტოპებს.
· . ბევრად უფრო საფუძვლიანად კი არა,აბსოლიტურად სამართლიანად მიგვაჩნდა და ახლაც მიმაჩნია!რაც მაშინ მსაჯმა კიტაბჯანმა იკისრა,ფეინოორდთან ვიორერის მსაჯობაზე არაფრით ნაკლები არ იყო.შოთა ხინჩაგაშვილზე კანონ მორჩილი ფეხბურთელი ცოტა თუ მინახავს,მაგრამ მსაჯმა თავისი უსამართლობით ისე გააგიჟა,ყვითელი ბარათი ხელიდან გამოჰგლიჯა და გადაუგდო.შოთა რა თქმა უნდა გააძევა,გუნდი მთლიანად მოშალა და მერე, კი გაგვიტანეს 4 გოლი.ზოგი ჭირი მარგებელიაო.გამოცდილება პროვოკაციულ მსაჯობაზე,მაგ თამი მიიღეს და ფეინოორდთან,უკვე ვერანაირად ვერ გამოგვიყვანეს წყობიდან.ისე,მაშინდელ საბჭოთა პრესაში,ჩვენი ფეხბურთელები გაამტყუნეს,თავიდანვე განერვიულებულები თამაშობდნენ და საკუთარ თავს უნდა დააბრალონო,წაგება.სულ არ ჩანდნენ გულდაწყვეტილები.
· გია კიკუ კოკე
· ეხ კოკე კოკე დიფსთეითის ბრალი იქნება
· მალხაზ ჯობავა ამიტომ უნდა მოიქცე გერმანელებივით, შეყარე და შეყარე რამდენიც შეგიძლია, რომ სალაპარაკო პირი კიარა, მეორე მხარეც რომ არ ქონდეთ.
· დ.დ. კოკე ქართული ოპოზიციის წევრად გაჩითულა! ნამდვილი ჭკუის კოლოფია.
· ewd 1 გოლსაც არ იმსახურებდა? 🙂
· იკა სირცხვილით როგორ იძახი? არ ითამაშეს და 4-0 მოგიგეს, რო ეთამაშათ რა ანგარიშით წააგებდით?
· zaza ეს იმდენი ხანია სკამს ხეხავს სულ გამოშტერებულა.ისე როგორიც მწვრთნელია ისეთივე ფეხბურთელებიც ჰყავს,ხოლო სიმეონეს შვილი მამამისივით სიმულიანტი და პროვოკატორია,ერთადერთი კაცი მსოფლიოში ვინც კოკეს დაეთანხმება ბიძინა ბარათაშვილია.მას ხომ ვერ წარმოუდგენია არგენტინელმა როგორ შეიძლება წააგოს ან თუ წააგებს მსაჯის,მსოფლიო შეთქმულების ან უცხოპლანეტების ბრალია.
· კოკე ხარ თუ კიკუ ცალსახად წაგებული თამაშის მერე თავხედობა გყოფნის და ესეთ განცხადებას აკეთებ,შე მართლა ფარჩაკო.
· 123 კაი, შემდეგში 10-0 მოგიგებენ.
· DD დაუბრუნდი ესპანეთს,რა გინდა ამერიკაში, ხომ ხედავთ არავის ესმის თქვენი)))
· დათო ეტყობა ეძინა და იქ არ იყო😂😂😂
· კოტე სამხარაძე დე პაული,კოკე,სიმეონეს ვაჟი,კიდევ რამდენიმე ატლეტიკოს ფეხბურთელები და რაც მთავარია დიეგო სიმეონე,სულ პროვოკატორობით,მუდამ ჩხუბისთავნი,მეტოქეების გამოწვევით და ათასნაირი სიმულაციით იყვნენ გამორჩეულნი და ასე არიან ცნობილნი!
· q ნამუსიც კაი საქონელია 🙂
· დემე 😄🤣😄
· მირო გოლებიც მსაჯებმა შეაგდეს.ორი გვერდითებმა,ერთი მთავარმა და ერთიც სათადარიგო მსაჯმა.😁.
· ??? 0:4 ის მერე ასეთი კომენტარი სასაცილოც აღარ არის, შესაცოდია
· დდდ კოკე თუ ფიქრობს, რომ ამით ორიგინალური აზრი გამოთქვა ( როგორ შეიძლება, 4:0 -ის მომგები გუნდი გამარჯვებას არ იმსახურებდეს), კოვზი ნაცარში ჩაუვარდა – 70-იანებში თბილისის დინამო ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა შვეიცარიულ გრასჰოპერსთან და მინიმუმ ნახევარი საქართველო დარწმუნებულები ვიყავით ( ბევრად უფრო საფუძვლიანად), რომ უეფას შტაბ ბინის გუნდი ამას არ იმსახურებდა….
“იცით, ხვიჩა რომ “ლოკომოტივიდან” გაუშვეს, რა დამემართა?” – იური სიომინი
“კვარასნაირი” ფეხბურთელები არ გვყავს” – დეშამმა თავი იმართლა
კოკემ ვან დერ ვაარტს დამცინავად უპასუხა
კოკე: “ლაიპციგმა” გვაჯობა – ახლა ამის მიზეზს ვერ აგიხსნით
ლუის ენრიკეს ქალიშვილთან ურთიერთობის ჭორების შემდეგ – ლე ნორმანი დაჯილდოვებაზე ახალ გოგონასთან ერთად გამოჩნდა [VIDEO]
“ატლეტიკოდან” წასვლა 10 წლის შემდეგ? – კორეას მექსიკაში უხმობენ
“ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ…” – რა თქვა ლუის ენრიკემ
კოკე: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად “ატლეტიკო” უნდა გამოაცხადონ
“იამალის მსგავსი ტალანტია” – დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
გრიზმანმა წასვლა გადაიფიქრა და “ატლეტიკოში” დარჩენა სურს
‘მე ორი მაქვს, შენ არაფერი’ – რა უთხრა ვინისიუსმა კოკეს
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ – ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი – “ატლეტიკომ” მუსო გამოისყიდა
“იცით, ხვიჩა რომ “ლოკომოტივიდან” გაუშვეს, რა დამემართა?” – იური სიომინი
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? – პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება – რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ანტონის დამატება ლა ლიგის გრანდს სურს
“ესპანურ ფეხბურთს იმიჯს ულახავთ” – “ატლეტიკო” “რეალის” ქმედებას ეხმაურება
“ვნანობ თუ არა მის წასვლას?” – რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
გავისა და პრინცესას სიყვარულის ამბის გაგრძელება – როგორ ეხუმრებიან ფეხბურთელს გასახდელში და რა დააქვს სკოლაში ტახტის მემკვიდრეს გავისთან დაკავშირებით
“გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ “ინტერს” დიდი ანგარიშით” – რობერტო დე ძერბი