თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულების გამოიკვლევენ, კერძოდ სასამართლო პროცესზე მოწმეები გამოიკითხებიან.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს