თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მიწვევით ანკარაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს რუმან ქურთულმუშს შეხვდება.
„საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია არიან.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე