საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კიევში დაშავებულია 44 ადამიანი. რუსებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 27 ლოკაცია დაბომბეს.
უკრაინული მედიის ცნობით, დანგრეული შენობების გაწმენდის და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მზექალა შანიძე: გაუთავებელი დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი არის ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარება