ტრამპი: ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ევაკუაცია თეირანიდან!

აშშ-ის პრეზიდენტი თეირანიდან ყველას ევაკუაციისკენ მოწოდებით გამოდის. 16 ივნისს მან სოციალურ ქსელში დაწერა:
“ირანს ხელი უნდა მოეწერა “შეთანხმებისთვის”. მე ვუთხარი, რომ მოეწერათ. რა სამარცხვინოა და ადამიანების სიცოცხლის როგორი გაფლანგვაა. მარტივად რომ განვაცხადო, ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ატომური იარაღი. სულ ამას ვამბობდი! ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ევაკუაცია თეირანიდან!”.
ირანის საკითხს დონალდ ტრამპი კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისასაც შეეხო და განაცხადა:
“დიახ… მათ სურთ საუბარი. მათ ეს მანამდე უნდა გაეკეთებინათ. მე მქონდა 60 დღე, მათაც ჰქონდათ 60 დღე. 61-ე დღეს ვთქვი – ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება. მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას და ეს ორივე მხარისთვის მტკივნეულია. ვიტყოდი, რომ ირანი არ იმარჯვებს ამ ომში და მათ უნდა ილაპარაკონ და ილაპარაკონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის” – განაცხადა კანადაში მყოფმა -ის პრეზიდენტმა.
15-17 ივნისს კანადა “დიდი შვიდეულის” სამიტს მასპინძლობს. წელს “დიდი შვიდეულის” შექმნიდან 50 წელი სრულდება. ჯგუფის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა 2025 წელს კანადაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ – პატრონი