რა გავლენა ექნება ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას საქართველოში აზარტულ თამაშებზე?

ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული დაპირისპირება, შესაძლოა საქართველოს აზარტული თამაშების სექტორზეც ნეგატიურად აისახოს. ამის შესახებ საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა BMG-სთან საუბარში აღნიშნა.
ექსპერტის განმარტებით, აღნიშნულ დაპირისპირებას, აზარტული თამაშების სექტორის გარდა, პირდაპირ პროპორციული ასახვა ექნება ტურიზმის დარგზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია სექტორთან.
“აზარტული თამაშების სექტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტურიზმთან. სა და ირანის მოქალაქეები ს რეგიონისთვის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენდნენ. ბოლო წლებში სწორედ მათი გააქტიურება განაპირობებდა კაზინოებისა და სასტუმროების დატვირთვას, რაც თანმდევად აჩენს მოთხოვნას კვების ობიექტებსა და ადგილობრივ სერვისებზე”, – აცხადებს მამულაიშვილი.
მისივე თქმით, 2024 წელს ისრაელიდან ჩამოსული მომხმარებლები საქართველოში აზარტული თამაშების სერვისის დაახლოებით 35%-ს შეადგენდნენ. შესაბამისად, თუ ეს ნაკადი შემცირდება, ბათუმის რეგიონი კონკრეტულ შემოსავლებს დაკარგავს – როგორც უშუალოდ აზარტული თამაშებიდან, ასევე ტურისტული დანახარჯებიდან.
„ეს პრობლემა მიწის კაზინოებს შეეხება, სადაც ტურისტების ფიზიკური დასწრება მნიშვნელოვანია. ონლაინ სეგმენტზე, სავარაუდოდ, ასეთი გავლენა არ ექნება”, – აღნიშნავს გიორგი მამულაიშვილი.
მისი შეფასებით, რეგიონში არსებული არასტაბილური გეოპოლიტიკური ფონი ტურისტების უსაფრთხოებაზე ფოკუსის ზრდას გამოიწვევს, რაც ცალკეული მომხმარებლების მხრიდან საქართველოს მონახულებაზე უარის თქმასაც ნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ