ზურა ხა­ჩი­ძე: პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა პარ­ტია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”

ზურა ხა­ჩი­ძემ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მად­ლო­ბას უხ­დის პარ­ტია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“.

ხა­ჩი­ძე ამ­ბობს, რომ მის­თვის “ქარ­თულ ოც­ნე­ბის” რი­გით წევ­რად და მხარ­დამ­ჭე­რად ყოფ­ნა “დიდი პა­ტი­ვია” .

“დი­ლი­დან ვა­პი­რებ­დი და­მე­წე­რა სტა­ტუ­სი და ამ დრომ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე…

პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა პარ­ტია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, იმი­სათ­ვის, რომ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა 2019 წლი­დან დღემ­დე, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლე.

ასე­ვე, მად­ლო­ბა უმაგ­რეს ადა­მი­ანს ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვილს, მას­თან ერ­თად და მისი დახ­მა­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ფას­და­უ­დე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე. აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის და ჩემი რე­გი­ო­ნის­თვის!

მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ჩემს თა­ნამ­შრო­მელს გვერ­დით დგო­მის­თვის. რე­გი­ო­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი და მო­მა­ვალ­შიც გა­ვა­კე­თებ.

წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ამ­ჟა­მინ­დელ რწმუ­ნე­ბულს ბა­ტონ ზაალ გე­ლაშ­ვილს!

ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ვიყო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” რი­გი­თი წევ­რი და მხარ­დამ­ჭე­რი. ღმერ­თი ფა­რავ­დეს, ჩემ­თვის სა­ა­მა­ყო რე­გი­ონს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!“, – წერს ხა­ჩი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო