აშშ-მა გააუქმა რუსეთთან კონსულტაციები საელჩოების მუშაობის ნორმალიზებაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რუსმა პროპაგანდისტმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაუქმდა.
“ორივე ქვეყნის საელჩოების საქმიანობის დალაგების მიზნით დაგეგმილი მორიგი შეხვედრა ამერიკელებმა თავიანთი ინიციატივით გააუქმეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება,“ – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აპრილში მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაატარეს, რომელიც მიზნად საელჩოების სრულფასოვანი მუშაობის აღდგენას ისახავდა. შეხვედრის შედეგად, მხარეებმა ოფიციალური წერილები გაცვალეს, რომლებითაც შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შემდეგ საკითხებში დაეხმარებოდნენ:
· რუსული და ამერიკული საელჩოების შეუფერხებელი საბანკო და ფინანსური მომსახურება;
· რუსეთის მიერ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გადარიცხვა.
უკვე მაისში, რუსეთის პირველი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში, დმიტრი პოლიანსკიმ, განაცხადა, რომ აშშ-ში რუსული საელჩოების დაფინანსების საკითხში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.
